აგენტი: "ნეიმარი "ბარსელონაში" დიდი ხანი ითამაშებს"

აგენტი: "ნეიმარი "ბარსელონაში" დიდი ხანი ითამაშებს"

"ბარსელონას" 23 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის აგენტი ვაგნერ რიბეირო დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტი კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.

"ნეიმარის მამას ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მისი შვილი "ბარსელონაში" თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. ნეიმარი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, თუმცა გულშემატკივრებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის ამას გააკეთებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის "ბარსელონაში" დიდი ხანი ითამაშებს", - აცხადებს ნეიმარის აგენტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.