ნეიმარს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ნეიმარს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ყოფილი კლუბი "სანტოსი" FIFA-სგან 23 წლის ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას ითხოვს.

ნეიმარი "სანტოსიდან" "ბარსელონაში" 2013 წელს გადავიდა. შეთანხმების მიხედვით, ბრაზილიურ კლუბს ტრანსფერის საერთო თანხის გარკვეული პროცენტი უნდა მიეღო, დანარჩენი თანხა კი კომპანიას, რომელიც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ფლობდა. ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსელონამ" ნეიმარში 57.1 მილიონი ევრო გადაიხადა და "სანტოსმაც" თავისი პროცენტი ამ თანხიდან მიიღო. თუმცა, ესპანეთის პროკურატურის ცნობით, ტრანსფერის რეალური ღირებულება 94.8 მილიონია. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და კატალონიელთა ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები, სანდრო როსელი და ხოსეპ მარია ბართომეუ გადასახადების დამალვაში არიან ეჭვმიტანილნი.

ბოლო ინფორმაციით, "სანტოსმა" FIFA-ში სარჩელი შეიტანა და ნეიმარის დისკვალიფიკაცია მოითხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელს ბრალი დაუმტკიცდა, მას 4-დან 6 თვემდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.