რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 22-ე დუბლი შეასრულა და მესის გადაასწრო

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 22-ე დუბლი შეასრულა და მესის გადაასწრო

მადრიდის "რეალის" შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რიგით მე-2 მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა, "მალმოს" წინააღმდეგ (2-0).

ამდენად, პორტუგალიის ერონული ნაკრების კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე 22 დუბლს მოუყარა თავი და ლიონელ მესის გადაასწრო, რომლის ანგარიშზე 21 დუბლია, მესამე ადგილს კი "რეალის" ლეგენდარული 7-იანი რაულ გონსალესი იკავებს (14).

ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე 12 დუბლის შესრულება შეძლო ფილიპო ინძაგიმ, რუდ ვან ნისტელროი - 11, ტიერი ანრი - 10, ზლატან იბრაგიმოვიჩი და ქარიმ ბენზემა 10 დუბლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.