"ბარსას" ყოფილი ფეხბურთელის ოჯახი FIFA-ს უჩივის

"ბარსას" ყოფილი ფეხბურთელის ოჯახი FIFA-ს უჩივის

ბოლო საათებში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაერთი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელების ოჯახი FIFA-ს წინააღმდეგ სარჩელ ამზადებს და მოთამაშეებისთვის თამაშის ნებართვას ითხოვს.

როგორც ცნობილია, FIFA-მ "ბარსელონა" არასწრულწლოვან ფეხბურთელთა შეძენის წესების დარღვევისთვის დასაჯა. ამას ისიც დაემატა, რომ კონკრეტულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კატალონიურ კლუბში თამაში აეკრძალათ. ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.

ესპანური პრესის ცნობით, ესპანეთის, ჰოლანდიის, არგენტინისა და აშშ-ს კლუბების მოქმედი თუ ყოფილი 10 ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახი FIFA-ს წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. ერთ-ერთი მათგანი "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის ოჯახია. ცნობილია ისიც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების ოჯახებმა ამერიკელი იურისტები უკვე დაიქირავეს და ისინი FIFA-ს ბრალს ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.