ნეიმარის მამა: "ჩემი შვილი "ბარსაში" რჩება"

ნეიმარის მამა: "ჩემი შვილი "ბარსაში" რჩება"

"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი უახლოეს მომავალში კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.

ნეიმარს კატალონელებთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. ამ ზაფხულს, გავრცელდა ინფორმაცია თავდამსხმელის მიმართ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესზე, რამაც ბრაზილიელის ახალ კონტრაქტზეც გამოიწვია ჭორები.

"ფანებს შეუძლიათ დამშვიდდნენ - ნეიმარი "ბარსაში" რჩება. კლუბთან მოლაპარაკებები ჯერ საჭირო არაა. მას კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აქვს", - აცხადებს ნეიმარის მამა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.