რაფინიას მინიმუმ 6 თვე გაუცდება

რაფინიას მინიმუმ 6 თვე გაუცდება

"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, რაფინიას ტრავმა ძალიან მძიმე გამოდგა. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის ჯვარედინა მყესები აქვს გაწყვეტილი.

რაფინიამ ტრავმა "რომასთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში, ბურთზე პირველივე შეხების დროს მიიღო და თამაშში 61-ე წუთზე ჩართულმა ფეხბურთელმა მოედანი 63-ე წუთზე დატოვა. გუშინ ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. დღეს გაირკვა, რომ ბრაზილიელს მყესები აქვს გაწყვეტილი და მას ოპერაცია ჭირდება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

Marca-ს ცნობით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 24 წლის ფეხბურთელი მოედანს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება. შედარებით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს TV3-ს, რომლის ინფორმაციითაც, რაფინიას, ოპერაციის შემდეგ, მინიმუმ 6 თვე გაუცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.