ესპანეთმა მაკედონია მინიმალური სხვაობით დაამარცხა

  • 9-09-2015, 12:02
  • ესპანეთმა მაკედონია მინიმალური სხვაობით დაამარცხა

    ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. "ფურია როხა", რომელმაც გუშინ, მაკედონიაში, 1:0 მოიგო, ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

    შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე გავიდა, როდესაც ხუან მატამ სერხიო ბუსკეტსის გადაცემა გამოიყენა.

    ბუსკეტსმა სრულად ითამაშა და 47-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თამაში სრულად ჩაატარა ხერარდ პიკემაც, ხოლო ანდრეს ინიესტა მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა. ხორდი ალბა და მარკ ბარტრა კი, მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

    [media=https://youtu.be/GPPhozcKkeY]

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge