ინიესტა: "ბარსელონას" მოთამაშეებს ლუის ენრიკესთან პრობლემები არ აქვთ"

  • 8-09-2015, 13:39
  • ინიესტა: "ბარსელონას" მოთამაშეებს ლუის ენრიკესთან პრობლემები არ აქვთ"

    კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ კლუბის მოთამაშეებს არ აქვთ არანაირი პრობლემა მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან. 

    "ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ლუის ენრიკესთან. მე მას ადრეც ვიცნობდი და ერთმანეთს ყოველთვის ვუგებდით. პირველი სეზონი გუნდის სათავეში მწვრთნელისთვის არასოდესაა ადვილი. ჩვენ ძალიან ძლიერები გავხდით იმის გათვალისწინებით, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიეთ. სწორედ ამის გაგრძელებას ვაპირებთ." - განაცხადა, ინიესტამ. 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge