გლები ჯგუფში "ბარსელონასთან" მოხვედრით უკმაყოფილოა

გლები ჯგუფში "ბარსელონასთან" მოხვედრით უკმაყოფილოა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები, რომელიც ამჟამად ბატე-ში თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კატალონიელებთან მოხვედრით უკმაყოფილო დარჩა.

"ჩვენი გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგია, რომ ისინი "რომასა" და "ბაიერის" თამაშს ნახავენ. ჯგუფში "ბარსელონასთან" ერთად მოხვედრა კი, სიმართლე გითხრათ, არ გამიხარდა. უკეთესი იქნებოდა, თუ ჩვენთან "ჩელსი" ითმაშებდა. ნებისმიერი ინგლისური გუნდი გამიხარდებოდა, მაგრამ მაინც "ბარსელონა" შეგვხვდა."

ალექსანდრ გლები "ბარსელონაში" 2008-2012 წლებში ირიცხებოდა. მან, კატალონიური გუნდის მაისურით, 36 თამაში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.