ბარტრა: "რამოსი და პიკე - მსოფლიოს ორი საუკეთესო ცენტრალური მცველია"

ბარტრა: "რამოსი და პიკე - მსოფლიოს ორი საუკეთესო ცენტრალური მცველია"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა, მარკ ბარტრამ თანაგუნდელი "ბარსელონაში" ჟერარ პიკე და პარტნიორი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, სერხიო რამოსი შეაქო. ესპანელი თვლის, რომ ზემოთხსენებული ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესონი არიან თავიანთ პოზიციაზე. იტყობინება, Marca.

"ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობენ, შეუძლიათ მოიპოვონ ევროპის ჩემპიონატის საგზური. როგორც პიკე, ისევე სერხიო რამოსი - მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო ცენტრალური მცველები არიან." - განაცხადა, ბარტრამ. 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 5 სექტემბერს სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს მაკედონიას. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.