ვალვერდე: "როგორც იქნა, ტიტული მოვიგეთ"

  • 18-08-2015, 12:39
  • ვალვერდე: "როგორც იქნა, ტიტული მოვიგეთ"

    "ბილბაოს" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ, ძალზე გახარეული იყო. ეს გასაკვირი არცაა - მისმა გუნდმა ხომ ოფიციალური ტიტული 1984 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

    "პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. "ბარსელონა" კარგად თამაშობდა. მეტოქე ჩვენზე პრესინგს ახდენდა.

    მე-2 ტაიმში თამაშს მოვუმატეთ და მიზანს მივაღწიეთ. გაშვებული გოლის შემდეგ თამაში ადვილი არ იყო.

    როგორც იქნა, მოვიგეთ ტიტული, რომელიც ჩვენმა გულშემატკივრებმა ასე დაიმსახურეს."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge