მესი: "დიდი მადლობა თბილისს"

  • 12-08-2015, 12:19
  • მესი: "დიდი მადლობა თბილისს"

    "ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ევროპის სუპერ თასის მოგების (5-4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ შეხვედრაში ლეომ "სევილიელთა" კარში ორი გოლი გაიტანა, აღსანიშნავია, რომ ორივე საჯარიმო დარტყმით.

    "ძალიან გახარებული ვარ, რადგან ორი გოლი გავიტანე, ამასთანავე ბედნიერიც გუნდის გამარჯვებით. მადლობელი ვარ ასეთი თბილი გულშემატკივრობისათვის, შეგრძნება მქონდა, რომ შინ ვთამაშობდით. მართლაც არსებობს განცდა იმისა, რომ ჩვენ ოსტატები ვართ. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ გამარჯვებით.

    ჩვენი ამოცანაა მოვიგოთ ბევრი ტიტული. დღევანდელ წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, ეს არის უეფას სუპერ თასი. ახალ სეზონს დადებითი განწყობით ვიწყებთ, აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ყველა გამრჯვება ლამაზი და გასაოცარია."

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied