ტოტი ლუის ენრიკეს: "მალე შევხვდებით, მწვრთნელო!"

  • 4-08-2015, 09:50
  • ტოტი ლუის ენრიკეს: "მალე შევხვდებით, მწვრთნელო!"

    იტალიური "რომას" ლეგენდარული კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი გამპერის თასზე "ბარსელონასთან" გასამართ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მან კატალონიელთა დამრიგებელზე, ლუის ენრიკეზე ისაუბრა, რომელიც "რომას" 2011/12 წლების სეზონში წვრთნიდა.

    "ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან შეხვედრით ძალიან გახარებული ვარ. კარგი თამაში იქნება. დიადი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში დიდი სიამოვნებაა. თუმცა, ჩემთვის, მთავარი სიამოვნება ლუის ენრიკეს წინააღმდეგ თამაშია. მალე შევხვდებით, მწვრთნელო!" - განაცხადა ტოტიმ.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "რომა" ერთმანეთს 5 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათზე შეხვდებიან.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი