ინიესტამ და პიკემ კასილიასს წარმატებები უსურვეს

ინიესტამ და პიკემ კასილიასს წარმატებები უსურვეს

"ბარსელონას" ფეხბურთელები ანდრეს ინიესტა და ხერარდ პიკე იკერ კასილიასის მადრიდის "რეალიდან" წასვლას ტვიტერით ეხმაურებიან და ლეგენდას წარმატებებს უსურვებენ.

"იკერ, წარმატებები შენს ახალ გუნდში. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ", - აცხადებს ინიესტა.

"ესპანეთის ჩემპიონატს დიდებული ფეხბურთელი ტოვებს. მთელი ამ წლების განმავლობაში შენს წინააღმდეგ თამაში პატივი იყო. ყველაფერი საუკეთესო, იკერ", - აცხადებს პიკე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.