ოფიციალურად: არდა "ბარსელონას" ფეხბურთელია

ოფიციალურად: არდა "ბარსელონას" ფეხბურთელია

"ბარსელონამ" და მადრიდის "ატლეტიკომ" არდა თურანის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 34 მილიონ ევროს შეადგენს, რომელსაც, ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ 7 მილიონი ევრო დაემატოს.

უახლოეს მომავალში არდა "ბარსელონაში" სამედცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ამასთანავე ცნობილია, რომ "ატლეტიკოსთან" შეთანხმება მოიცავს პუნქტს, რომლის თანახმადაც, კატალონიური კლუბის ახალ პრეზოდენტს შეუძლია ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულში უკან 30.6 მილიონ ევროდ გაყიდოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.