Sport: არდა "ბარსელონასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

  • 2-07-2015, 16:22
  • Sport: არდა "ბარსელონასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

    "ბარსელონამ" და მადრიდის "ატლეტიკომ" ნახევარმცველი არდა თურანის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას ესპანური Sport ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბი თურქ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ეს თანხა, შესაძლოა, გაიზარდოს, რაც დამოკიდებული იქნება თურანის თამაშსა და წარმატებებზე "ბარსელონას" შემადგენლობაში. ჩვენთვის ცნობილი ისიცაა, რომ ნახევარმცველი კატალონიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    არდა თურანი, FIFA-ს სანქციების გამო, 2016 წლის იანვრამდე ვერ ითამაშებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge