მასკერანო: "ფალკაოს ფორმაში ჩადგომა დროის საკითხია"

მასკერანო: "ფალკაოს ფორმაში ჩადგომა დროის საკითხია"

"ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების უნივერსალი ხავიერ მასკერანო კოპა ამერიკის 1/4-ფინალის კოლუმბიასთან შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს და რადამელ ფალკაოზე საუბრობს.

"მე არა მხოლოდ ფალკაოს წინააღმდეგ, არამედ მასთან ერთად ერთ გუნდში, "რივერ პლეიტშიც" მითამაშია. მას ძალიან კარგად ვიცნობ.

აშკარაა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კოლუმბიის ნაკრებისთვის. მას, სერიოზული ტრავმის შემდეგ, თავისი საუკეთესო ფორმა ჯერ არ დაუბრუნებია. ფალკაოს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.

ტრავის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება დიდხანს თამაშია, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მან ეს ვერ მოახერხა. მას არაერთხელ უჩვენებია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მისი ფორმაში ჩადგომა დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, ფალკაო ისევ ითამაშებს ჩვეულ დონეზე. იმედი მაქვს, ეს ჩვენთან თამაშში არ მოხდება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.