რობინიო: "ნეიმარის დაკარგვა? ბრაზილია ვერ იქნება დამოკიდებული ერთ მოთამაშეზე"

რობინიო: "ნეიმარის დაკარგვა? ბრაზილია ვერ იქნება დამოკიდებული ერთ მოთამაშეზე"

ბრაზილიის თავდამსხმელმა რობინიომ ბრაზილიის შანსებსა და ნეიმარის დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა.
"ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია. თუმცა გუნდი, რომელსაც სურს გახდეს ჩემპიონი, არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე. მნიშვნელოვანია, რომ სკამზე გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს გავიდნენ მოედანზე და გაუმკლავდნენ სამუშაოს. ვფიქრობ, რომ უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.
ვენესუელასთან მატჩში ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ნაკლები პრაქტიკის გამო ეს რთული აღმოჩნდა. ჩემს მხრებზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო, ამის მიზეზი მხოლოდ ჩემს მიერ ნეიმარის შეცვლა არ იყო, მე ამერიკის თასზე ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავდი, თუმცა ყველას გარწმუნებთ, რომ მე მზად ვარ."- განუცხადა Globo-ს რობინიომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.