მესი: "გასახდელში ყველა გაბრაზებული იყო"

  • 14-06-2015, 16:17
  • მესი: "გასახდელში ყველა გაბრაზებული იყო"

    "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ, კოპა ამერიკის პირველი თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

    არგენტინელები, პარაგვაისთან გამართულ შეხვედრაში, აგუეროსა და მესის გოლებით, 2:0 იგებდნენ, მაგრამ ისინი მაინც ქულას დასჯერდნენ.

    "გასახდელში ყველა გაბრაზებულები ვიყავით, რადგან 2:0 დაწინაურების შემდეგ მოგების ხელიდან გაშვება ნამდვილად უსიამოვნოა.

    მეტოქემ, შესვენების შემდეგ, თამაშის მანერა შეცვალა და თამაშს მოუმატა, ჩვენ კი შეცდომების დაშვება დავიწყეთ.

    ახლა, ჩვენი ფიქრები ურუგვაისთან თამაშს უკავშირდება. მოსაგებად უნდა განვეწყოთ. შევეცდებით მოვუმატოთ."

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი