ბალაკი: "რეალში" რონალდუ დომინირებს, "ბარსელონაში" - 3 ფეხბურთელი"

ბალაკი: "რეალში" რონალდუ დომინირებს, "ბარსელონაში" - 3 ფეხბურთელი"

ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი "ბარსელონასა" და "რეალს" ერთმანეთს ადარებს. მისი თქმით, მადრიდულ გუნდში ერთი ფეხბურთელი დომინირებს, კატალონიელთა რიგებში კი - სამი.

"რეალში" კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა თამაშობენ, მაგრამ მხოლოდ პორტუგალიელი დომინირებს. "ბარსელონას" სამივე თავდამსხმელი კი სუპერვარსკვლავია. ისინი 3 მძლავრი ნაკრების თამაშს აერთიანებენ. ლეო მესი არგენტინელია, ნეიმარი - ბრაზილიელი, ხოლო ლუის სუარესი - ურუგვაელი. თუმცა, ეს დიდი ძალა, შესაძლოა, "ბარსელონასთვის" სისუსტედ იქცეს. სამივე მათგანი სუპერვასკვლავია, მაგრამ ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება ლიდერობა მოინდომოს, ან დაცვითი ფუნქციების შესრულება არ ისურვოს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.