MSN-მა "რეალის" შემტევი ტრიოს შედეგი გააუმჯობესა

MSN-მა "რეალის" შემტევი ტრიოს შედეგი გააუმჯობესა

ლიონელ მესიმ, ნეიმარმა და ლუის სუარესმა ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდი დაამყარეს, რაც ერთ სეზონში 120 გოლის გატანას გულისხმობს.

2011/12 წლების სეზონში, "რეალის" შემტევმა ტრიომ (კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა, გონსალო იგუაინი) 118 გოლი გაიტანა და ესპანური ფეხბურთის რეკორდი დაამყარა.

ესპანეთის თასის ფინალში "ბილბაოსთან" გასამართ მატჩამდე "ბარსას" შემტევი სამეულის საამსეზონო მონაგარი 117 გოლი იყო. ბასკურ გუნდს მესიმ 2-ჯერ, ხოლო ნეიმარმა ერთხელ გაუტანა. შედეგად, MSN-ს 120 გოლი დაუგროვდა, რაც ახალი რეკორდია.

მიმდინარე სეზონში, მესის ანგარიშზე 58 გოლია, ნეიმარმა თავი 38-ჯერ გამოიჩინა, ხოლო სუარესმა - 24-ერ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.