"სანტოსი" "ბარსელონას" FIFA-ში უჩივის

"სანტოსი" "ბარსელონას" FIFA-ში უჩივის

Globo Esporte-ს ინფორმაციით, ბრაზილიური "სანტოსი" კატალონიის "ბარსელონას", ნეიმარსა და მის მამას FIFA-ში უჩივის და ესპანური გუნდისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

2013 წელს, ნეიმარი "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბრაზილიურმა კლუბმა 17.1 მილიონი ევრო მიიღო და თუ ფეხბურთელი მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა, "სანტოსის" ანგარიშზე "ბარსა" კიდევ 2 მილიონს ჩარიცხავს.

მოგვიანებით, ესპანეთის პროკურატურამ ნეიმარის ტრანსფერის გამოძიება დაიწყო და "ბარსელონა", გადასახადების დამალვის მიზნით მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც "სანტოსისთვის" FIFA-ში ჩივილის საფუძველი გახდა.

"სანტოსს" მიაჩნია, რომ "ბარსელონამ", ნეიმარმა და მისმა კომპანიამ, სატრანსფერო შეთანხმება დაარღვიეს. კლუბი ზიანის ანაზღაურებას და პროცენტების გადახდას ითხოვს." - განაცხადა "სანტოსის" პრეზიდენტმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.