დასწრების მხრივ "კამპ ნოუ" მხოლოდ "სიგნალ იდუნა პარკს" ჩამორჩა

დასწრების მხრივ "კამპ ნოუ" მხოლოდ "სიგნალ იდუნა პარკს" ჩამორჩა

2014/15 წლების საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, სტატისტიკოსებმა ევროპულ მინდრვრებზე დასწრების მაჩვენებელი შეაჯამეს.

გაირკვა, რომ ყველაზე მეტი გულშემატკივარი "დორტმუნდის" საშინაო თამაშებზე დადის. "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართულ შეხვედრას, საშუალოდ, 80424 ადამიანი ესწრებოდა.

მე-2 ადგილზე "ბარსელონა" გავიდა. "კამპ ნოუ", თამაშში, საშუალოდ, 79191 გულშემატკივარს მასპინძლობდა.

შემდეგ მოდიან "ოლდ ტრაფორდი" ("მანჩესტერ იუნაიტედი", 75335), "ალიანც არენა" ("ბაიერნი", 72882) და "სანტიაგო ბერნაბეუ ("რეალი", 72618).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.