ვერმალენი: "მადლობა მოთმინებისთვის"

  • 24-05-2015, 13:15
  • ვერმალენი: "მადლობა მოთმინებისთვის"

    "ბარსელონას" ბელგიელმა მცველმა, ტომას ვერმალენმა, "დეპორტივოსთან" გამართული სადებიუტო თამაშის შემდეგ, კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

    "ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ, რადგან ტრავმის გამო ბევრი პრობლემის გადატანა მომიხდა. ჩემ გამო, გულშემატკივრებს მოთმინება უწევდათ. მათ მხარდაჭერისთვის და ჩემი შეცვლის დროს აპლოდისმენტებისთვის მადლობას ვუხდი.

    ტრავმის გამო ბევრი გამიცდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ესპანური ენა შევისწავლე და ახლა უფრო ბევრი რამ მესმის. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ფეხბურთის ენა უნივერსალურია."

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied