ლუის ენრიკე: "სუარესი ფინალებისთვის მზად უნდა იყოს"

ლუის ენრიკე: "სუარესი ფინალებისთვის მზად უნდა იყოს"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აცხადებს, რომ მისი გუნდის ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებისთვის მზად უნდა იყოს.

"სუარესი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ სათამაშოდ ბოლომდე მზად ის ჯერ კიდევ არაა. მისი ჯანმრთელობის გარისკვა არ გვინდოდა. ჩემი ინფორმაციით, მან დარჩენილი 2 თამაშისთვის გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს."

შეგახსენებთ, რომ ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო, სუარესმა "ბარსელონას" ბოლო 2 თამაში გამოტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.