"ატლეტიკო"-"ბარსელონა" - საინტერესო ფაქტები

"ატლეტიკო"-"ბარსელონა" - საინტერესო ფაქტები

გუშინ, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მოგებით, "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატი 23-ედ, აქედან ბოლო 25 წელში მეცამეტედ, ხოლო ბოლო 10 წელიწადში მეშვიდედ მოიგო. გთავაზობთ "ვისენტე კალდერონზე" გამართულ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს.

  • ლუის ენრიკემ, როგორც მწვრთნელმა, "ბარსელონასთან" ერთად პირველი ტიტულის მოგება "ვისენტე კალდერონზე" იზეიმა. 2012/13 წლების სეზონში, "ბარსამ" ესპანეთში გაჩემპიონება ამავე სტადიონზე აღნიშნა. თუმცა, "ესპანიოლსა" და "რეალს" შორის ფრედ დამთავრებული თამაშის გამო, მადრიდში გამართული მატჩის დაწყებისას "ბარსელონა" უკვე ოფიციალურად ჩემპიონი იყო;
  • ლეო მესიმ, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მატჩში ანგარიში მეათედ გახსნა;
  • არგენტინელმა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 54 თამაშში 54 გოლი გაიტანა, რაც მის კარიერაში მე-3 საუკეთესო შედეგია;
  • "ბარსელონამ", ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებულ მატჩში ანგარიშით 1:0 მეოთხედ მოიგო. აქამდე კატალონიელებმა, ამ ანგარიშით, "ვილიარეალი", "ვალენსია" და "სელტა" დაამარცხეს;
  • კატალონიელებმა, ლა ლიგაში, კარი მშრალად ზედიზედ მეშვიდედ შეინახეს. კლაუდიო ბრავომ, 37 შეხვედრაში, მხოლოდ 19 გოლი გაუშვა, რაც მატჩში, საშუალოდ, 0.51 გოლის გაშვებას ნიშნავს;
  • "ბარსელონას" ჩილელ მეკარეს, მიმდინარე სეზონში, 23 მშრალი თამაში დაუგროვდა. აქედან 13-ჯერ კარი მშრალად მან გასვლით შეხვედრაში შეინახა;
  • "ბარსელონამ" "ატლეტიკო", მიმდინარე სეზონში, 4 მატჩში მეოთხედ დაამარცხა. კატალონიელებმა მადრიდელებს ლა ლიგისა და ესპანეთის თასის 2-2 თამაშში სძლია. გასულ სეზონში, ამ გუნდებმა 6-ჯერ ითამაშეს და "ბარსამ" ვერცერთხელ მოიგო;
  • გუშინდელ მატჩში გუნდს ბურთი ყველაზე მეტჯერ პიკემ (9), მასკერანომ (8) და ბუსკეტსმა (7) მოუპოვეს;
  • ყველაზე მეტი, 88 პასი დანი ალვესმა გააკეთა. მე-2 ადგილზე, 82 პასით, რაკიტიჩია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.