გლები: "ბარსელონას" თამაში ყოველთვის მესიზეა დამოკიდებული"

გლები: "ბარსელონას" თამაში ყოველთვის მესიზეა დამოკიდებული"

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრ გლები ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის "ბარსასა" და "ბაიერნს" შორის გასამართი შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კატალონიური კლუბის თამაში მესიზეა დამოკიდებული.

"არ ვფიქრობ, რომ ნეიმარისა და სუარესის გაჩერება შეუძლებელია. ერთადერთი, რომელსაც ვერ შეაჩერებ, მესია.

ბევრი რამაა დამოკიდებული მის განწყობაზე და იმაზე, როგორ მისდის თამაში. "ბარსელონას" თამაში ყოველთვის მესიზეა დამოკიდებული.

თუ ის ვერ ითამაშებს, "ბაიერნს", რომელიც "ბარსელონასთან" ერთად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, კარგი შანსი ექნება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 37 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.