კოკე: "ბარსასთან" მოგებას ვეცდებით"

კოკე: "ბარსასთან" მოგებას ვეცდებით"

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი კოკე აცხადებს, რომ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში "ბარსელონასთან" მოგებას შეეცდება.

"ჩვენ პროფესიონალები ვართ, ამიტომ "ბარსელონასთან" მოგებას ვეცდებით. ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ, ფრეს არ ვჯერდებით. "ბარსელონასთან" გამარჯვება ყოველთვის გვსიამოვნებს, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ შეგვიძლია, მაგრამ გვაქვს სიამაყე", - აცხადებს კოკე.

აქვე დავძენთ, რომ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის მატჩი გაიმართება 17 მაისს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.