Cope: ალვესმა დარჩენა გადაწყვიტა

  • 28-04-2015, 13:00
  • Cope: ალვესმა დარჩენა გადაწყვიტა

    ესპანური გამოცემის, Cadena Cope-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვესმა კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

    ალვესის ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და აქამდე ცნობილი იყო, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ. თუმცა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის ფეხბურთელმა კლუბის პირობებზე დათანხმება გადაწყვიტა. ალვესი "ბარსელონაში" თავს მნიშვნელოვან ფიგურად გრძნობს და მან დარჩენა როგორც სპორტული, ასევე პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა. ივარაუდება, რომ მხარეები 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ, ოფიციალურ ინფორმაციას კი სეზონის ბოლოს გააკეთებენ.

    კომენტარები [ 40 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge