ბუსკეტსი: "მატეუ ლაოსს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს"

  • 26-04-2015, 18:13
  • ბუსკეტსი: "მატეუ ლაოსს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს"

    "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი "ესპანიოლთან" გამართული მატჩის მთავარ მსაჯს, მატეუ ლაოსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ხორდი ალბა მოედნიდან უსამართლოდ გააძევა.

    "პირველ ტაიმში მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით. წითელი ბარათის მიღების შემდეგ ბურთზე კონტროლის დათმობა მოგვიხდა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ 3 ქულა მაინც ავიღეთ.

    ალბას მე-2 ყვითელი ბარათი აბსურდია. თუმცა, მატეუ ლაოსს ვიცნობ და ვიცი, რომ მას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

    ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულნი. წინ კიდევ ბევრი თამაშია, მაგრამ გუნდი კარგ ფორმაშია."

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied