ჩავი ერნანდესი - ''სონ მოიქსიდან'' დიდებამდე

ჩავი ერნანდესი - ''სონ მოიქსიდან'' დიდებამდე

12  წლის წინ  პალმა დე მალიორკაში, ძველ ''სონ მოიქსის'' სტადიონზე  შედგა დებიუტი ადამიანისა, რომელიც შემდეგში მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდა. ეს იყო ჩავისთვის  პირველი ნაბიჯები წარმატების გზაზე, ეს გზა კი ''ბარსას'' ისტორიაში საუკეთესო გუნდისკენ მიდიოდა.

  ჩავის დებიუტი ''ბარსას'' პირველ გუნდში 1998 წლის 18 აგვისტოს ''მალიორკას'' წინააღმდეგ ''სონ მოიქსის'' სტადიონზე შედგა. ეს იყო პირველი შეხვედრა ესპანეთის სუპერ თასისთვის. ჩავი საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა და მე-15 წუთზე ანგარიშიც გახსნა. ის ამ შესანიშნავ წუთებს სიამოვნებით იხსენებს: ''მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი ოცნება რეალობად იქცა. წინა დღეს ჩემთან ლუის ვან გაალი მოვიდა და მითხრა, რომ ''მალიორკას'' წინააღმდეგ ვითამაშებდი. იმ ღამით არ მძინებია, მე ხომ ამ წუთებს მთელი ცხოვრება ველოდი, ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი''.

  ალბათ ის მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 12 წლის შემდეგ ის მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კერპი იქნებოდა.

  ხოსეფ გუარდიოლა, რომელმაც ორი სეზონი ჩავის გვერდით ითამაშა, ახლა მისი მთავარი მწვრთნელია. გუარდიოლა ჩავის შესახებ საქებარ სიტყვებს არ იშურებს: ''მას არაერთხელ უთამაშია ტრამვირებულს თავისი გუნდის დასახმარებლად, ის თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია. ჩავი საუკეთესო ნახევარმცველია კლუბის ისტორიაში''.

  ჩავი ერნანდესი 30 წლის ასაკშიც განაგრძობს გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდოების მოპოვებას. გასულ წელს ის მესამდ გახდა ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი და მოხვდა საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის. წელს კი ის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი საუკეთესო პრეტენდენტია. ჩავიმ ''ბარსელონასთან'' ერთად ხუთჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერ თასი. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ის გახდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი.

   იმედია ჩვენ კიდევ არაერთხელ ვნახავთ ჩავის საუკეთესო თამაშს ''ბლაუგრანას'' მაისურში, მას ხომ, როგორც თვითონ იტყოდა ''ბარსელონას'' დნმ აქვს.

 

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.