რაკიტიჩი: "სევილიასთან" თამაში, ჩემთვის, განსაკუთრებული იქნება"

რაკიტიჩი: "სევილიასთან" თამაში, ჩემთვის, განსაკუთრებული იქნება"

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელიც გასულ სეზონში "სევილიაში" თამაშობდა, ანდალუსიურ გუნდთან დღეს გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს.

"ჩემთვის, ეს განსაკუთრებული თამაში იქნება ყველაფერი იმის გამო, რაც "სევილიაში" განვიცადე. ეს განსაკუთრებული სამნახევარი წელიწადი იყო. სიმართლე გითხრათ, "ბარსელონაში" გადმოსვლის დღიდან "სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" წინააღმდეგ თამაშზე ვფიქრობდი.

ანდალუსიელებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. მათი და უნაი ემერის წარმატებებით გახარებული ვარ. მწვრთნელმა ფენომენალური სამუშაო ჩაატარა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.