მესი "სელტასთან" ითამაშებს

  • 2-04-2015, 15:41
  • მესი "სელტასთან" ითამაშებს

    "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ, დღეს დილით, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გაირკვა, რომ ის "სელტას" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    როგორც გაირკვა, მესიმ ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო. ამის მიზეზი კი მარტინ დემიკელისთან შეჯახებაა. არგენტინელმა "ელ კლასიკოში" მაინც ითამაშა და ტრავმა გაირთულა, რის გამოც, ის ეროვნულ გუნდს ბოლო ორ მატჩში ვერ დაეხმარა.

    კატალონიური პრესის ცნობით, მესიმ, ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბის ექიმების თქმით, ის "სელტასთან" თამაშს მოახერხებს.

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა