ფერდინანდი: "მესისა და რონალდუს სათანადო დაფასება არ აქვთ"

  • 12-03-2015, 16:37
  • ფერდინანდი: "მესისა და რონალდუს სათანადო დაფასება არ აქვთ"

    "ქუინს პარკ რეინჯერსის" ვეტერანი მცველი რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს სათანადო დაფასება არ აქვთ.

    "ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს იმაზე ნაკლები დაფასება აქვთ, ვიდრე ისინი იმსახურებე. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ჩვენი თანამედროვეები არიან და ჩვენ მათ თამაშს საკუთარი თვალებით ვუყურებთ.

    ბრაზილიელებს - რონალდოს, რივალდოსა და რონალდინიოს, სეზონში 25-30 გოლი გაჰქონდათ და ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი უდიდესი ფეხბურთელები იყვნენ. დღეს რომ მესიმ და რონალდუმ 25-30 გოლი გაიტანონ, ჩავთვლით, რომ მათ ცუდი სეზონი ჰქონდათ. ისინი ასეთ მაღალ დონეზე უკვე 6-7 წელია თამაშობენ."

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge