ნეიმარისგან განსხვავებით, ბართომეუს თასის ფინალის "კამპ ნოუზე" გამართვა არ სურს

ნეიმარისგან განსხვავებით, ბართომეუს თასის ფინალის "კამპ ნოუზე" გამართვა არ სურს

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ ესპანეთის თასის ფინალური მატჩის გამართვა "კამპ ნოუზე", კატალონიური კლუბის მშობლიურ სტადიონზე, არ სურს.

"თამაშს დიდ სტადიონზე ვისურვებდით, სადაც მატჩზე დასწრებას რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი შეძლებს. არ გვსურს, რომ შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართოს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს შეიძლება იყოს "სანტიაგო ბერნაბეუ", "მესტალია", "სან მამესი" ან "ვისენტე კალდერონი", - აცხადებს ბართომეუ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ფინალში, 30 მაისს, "ატლეტიკს" შეხვდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.