ალვესი: "იმედი მაქვს, "ბარსელონაში" თამაშს გავაგრძელებ"

ალვესი: "იმედი მაქვს, "ბარსელონაში" თამაშს გავაგრძელებ"

კატალონიის "ბარსელონას" 31 წლის ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვესმა განაცხადა, რომ ძველებურად იმედი აქვს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების. 

"მსურს ჩემი აგენტის სიტყვები დავაზუსტო, რომელიც არასწორად განავრცეს. მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან არ მიმდინარეობს, მაგრამ მე თავს "ბარსას" სრულუფლებიან მოთამაშედ ვგრძნობ და იმედი მაქვს, კატალონიურ კლუბში თამაშს გავაგრძელებ." - განაცხადა, ალვესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.