ანჩელოტიმ ბრაიდას მიულოცა და "რეალის" წარმომადგენლები ანერვიულა

  • 30-01-2015, 12:51
  • ანჩელოტიმ ბრაიდას მიულოცა და "რეალის" წარმომადგენლები ანერვიულა

    მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ბარსელონას" ახალ სპორტულ დირექტორს, არიედო ბრაიდას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამით "სამეფო კლუბის" წარმომამდგენლების ანერვიულება გამოიწვია.

    როგორც ცნობილია, სპორტული დირექტორის პოსტზე ანდონი სუბისარეტას არიედო ბრაიდა შეცვლის, რომელიც წლების განმავლობაში ამავე თანამდებობას "მილანში" იკავებდა. ბრაიდას ოფიციალურად დანიშვნა მომდევნო კვირისთვის იგეგმება.

    ბრაიდა ანჩელოტის მეგობარია და იტალიელი სპეციალისტი "მილანში" სწორედ მან მიიწვია. ანჩელოტიმ, გაიგო რა მეგობრის "ბარსელონას" სპორტულ დირექტორად დანიშვნის შესახებ, მას დაურეკა და მიულოცა. მისმა ამ საქციელმა კი "რეალის" აღელვება გამოიწვია.

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied