ბრაიდა "ბარსელონას" სპორტულ დირექტორად?

  • 28-01-2015, 21:11
  • ბრაიდა "ბარსელონას" სპორტულ დირექტორად?

    "მილანის" ყოფილი სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა, შესაძლოა ანალოგიურ პოზიციაზე, "ბარსელონაში" დაინიშნოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

    ბრაიდა "მილანში" 28 წლის განმავლობაში მუშაობდა. იტალიური კლუბი 68 წლის ფუნქციონერმა 2013 წელს დატოვა.

    ბრაიდმა შემდეგი წელი "სამპდორიაში" გაატარა, თუმცა გუნდის დატოვება 2014 წლის მაისში, ახალი მეპატრონეების მოსვლის გამო მოუწია.

    შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, "ბარსელონამ" ანდონი სუბისარეტა სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა.

    ეს გადაწყვეტილება, ანდონის ცუდმა მუშაობამ განაპირობა. ის თანამდებობაზე 2010 წელს დაინიშნა.

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied