"ლივერპული" სონგში 11.5 მილიონ ფუნტს იხდის

"ლივერპული" სონგში 11.5 მილიონ ფუნტს იხდის

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური "ლივერპული" "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ალექს სონგის სანაცვლოდ 11.5 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.

სონგი "ბარსელონაში" 2012 წელს გადავიდა, მაგრამ მან კატალონიურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. გასულ ზაფხულში ის "ვესტ ჰემში" გაანათხოვრეს, სადაც 27 წლის ნახევარმცველმა თავი კარგად წარმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, კამერუნელ ფეხბურთელს "ლივერპული" იწვევს, რომელიც სტივენ ჯერარდის შემცვლელს ეძებს. ლივერპულელთა გარდა, სონგის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედიცაა" დაინტერესებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 88 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.