FIFA-ს დაჯილდოების დეტალები

FIFA-ს დაჯილდოების დეტალები

დღეს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ციურიხში, ცნობილი 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება. კრიშტიანუ რონალდუსთან და მანუელ ნოიერთან ერთად "ოქროს ბურთის" მოგების შანსი ლიონელ მესის აქვს.

"ოქროს ბურთის" გადაცემის გარდა, ციურიხში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე პრესკონფერენციები დაიწყება. 20 საათზე მიწვეული სტუმრები წითელ ხალიჩაზე გაივლიან, ხოლო 21 საათსა და 30 წუთზე დაჯილდოებაც დაიწყება.

მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის გარდა, დღეს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მწვრთნელები, წლის საუკეთესო გოლის ავტორი, FIFPro-ს წლის გუნდი, ფეირ ფლეის პრიზის მფლობელი და საპრეზიდენტო ჯილდოს მფლობელები გაირკვევიან.

დღევანდელი დღის ყველა აქტირობას პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ Livetv.ge.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 78 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.