1986/87 წლების სეზონის შემდეგ პირველად...

  • 27-12-2014, 13:50
  • 1986/87 წლების სეზონის შემდეგ პირველად...

    ესპანეთის ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის პირველ 16 ტურში "ბარსელონამ" კარის მშრალად შენახვა 11-ჯერ მოახერხა. კატალონიურ კლუბს ასეთი შედეგი 1986/87 წლების სეზონის შემდეგ პირველად აქვს.

    2014/15 წლების სეზონში, "ბარსას" კარს კლაუდიო ბრავო იცავს, რომელიც კატალონიელთა ახალწვეულია. ჩილელმა მეკარემ, 16 შეხვედრაში, კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა, ხოლო დარჩენილ 5 თამაშში 7 გოლი გაუშვა.

    16 მატჩში კარის მშრალად 11-ჯერ შენახვა ბოლოს 1986/87 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც "ბარსელონაში" თავის სადებიუტო სეზონს მომავალში კლუბის ლეგენდარული მეკარე და ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ატარებდა. ბასკმა მეკარემ, პირველ 16 შეხვედრაში, ბრავოზე ცოტათი უკეთესი შედეგი აჩვენა და 11-ჯერ კარის მშრალად შენახვის გარდა, მხოლოდ 6 გოლი გაუშვა.

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge