სუარესი: "მესისთან და ნეიმართან ერთად თამაში ძალიან ადვილია"

  • 27-12-2014, 12:43
  • სუარესი: "მესისთან და ნეიმართან ერთად თამაში ძალიან ადვილია"

    "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ნეიმართან და ლიონელ მესისთან ერთად თამაშით ბედნიერია და აცხახებს, რომ არგენტინელთან და ბრაზილიელთან ერთად მოედანზე მოქმედება გაცილებით მარტივია.

    "მესი და ნეიმარი დაუჯერებელ რაღაცეებს აკეთებენ. ვერასდროს გამოიცნობ, რის გაკეთებას აპირებენ ისინი. ვარჯიშებზე და თამაშების დროს ხვდები, თუ რა შეუძლიათ მათ. მინდა გითხრათ, რომ მათთან ერთად თამაში ძალიან იოლია.

    ნეიმარი გამუდმებით მაკვირვებს. გაოცებული ვარ, იმდენად სწრაფად ახორციელებს ის სოლორეიდებს.

    მესის შეუძლია თავის თავზე ერთდროულად 3-4 მეტოქე აიღოს და ამას ისე ადვილად აკეთებს, რომ შეუძლებელია არ აღფრთოვანდეთ."

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge