მონტოია და "იუვენტუსი" შეთანხმდნენ

მონტოია და "იუვენტუსი" შეთანხმდნენ

იტალიური Sport Mediaset-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, მარტინ მონტოიამ ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასზე თანხმობა განაცხადა.

აპენინელი ჟურნალისტების ცნობით, 23 წლის ფეხბურთელმა ტურინელებთან 4-წლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა.

პრობლემას ის ქმნის, რომ "ბარსა" 20 მილიონს ითხოვს, ხოლო "იუვენტუსი" მაქსიმუმ 12 მილიონის გადახდაზეა თანახმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, "იუვენტუსი" ფეხბურთელის არენდით აყვანასა და მისი 2015 წლის ზაფხულში გამოსყიდვას გეგმავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.