"ბარსა" თასის 1/8-ფინალში "ელჩეს" დაუპირისპირდება

  • 19-12-2014, 11:38
  • "ბარსა" თასის 1/8-ფინალში "ელჩეს" დაუპირისპირდება

    ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ "ბარსელონა", 1/8-ფინალში, "ელჩეს" დაუპირისპირდება.

    "ელჩემ", რომელიც ლა ლიგაში ბოლო ადგილს იკავებს, თასის 1/16-ფინალში, 2 მატჩის ჯამში, "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა.

    1/8-ფინალის პირველი თამაში 8 იანვარს, ბარსელონაში გაიმართება, ხოლო განმეორებით შეხვედრას, 14 იანვარს, ელჩე უმასპინძლებს.

    1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კატალონიელები "ატლეტიკოსა" და "რეალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge