"რეგალ ბარსელონა" ფინალშია

"რეგალ ბარსელონა" ფინალშია

"რეგალ ბარსელონა" პარიზის ფინალში გავიდა, სადაც იგი დაუპირისპირდება გამარჯვებულს  "პარტიზანსა" და "ოლიმპიაკოსს" შორის. კატალონიელმა კალათბურთელებმა ოთხთა ფინალში მოსკოვის არმიელებს ანგარიშით 64:54 სძლიეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ჩავი პასკუალის გუნდი 2003 წლის შემდეგ ევროლიგის ფინალში არ გასულა. კატალონიელმა კალათბურთელებმა მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად ითამაშეს, ისინი უპირატესობას ხელიდან თითქმის არ უშვებდნენ. გამარჯვებულთა მხრიდან გამოირჩეოდნენ, როგორც თითქმის ყველა მატჩში ნავარო და რიკი რუბიო, მათ კარგად უბავდნენ  მხარს ნდონგი, მიკაელი და ვასკესი. მოსკოვის არმიელთა მხიდან გამოირჩეოდა სისკაუსკასი, რომელმაც 19 ქულის მოპოვება შეძლო, მაგრამ ამ 19 ქულამაც მოსკოველები დამარცხებისგან ვერ იხსნა 

მატჩის სტატისტიკა:

რეგალ ბარსელონა: ბასილე, ტრიასი, რუბიო (10), ლაკოვიჩი (3), ნავარო (10), ვასკესი (11), ნდონგი (9), მორისი (2), სადა, ლორბეკი (7), მიკაელი (8), გრიმაუ (4).

მეოთხედები: 12:11 / 17:10 / 18:20 / 17: 13

მსაჯები: ბრაზაუსკასი, კრისტოდოულოე, ჩამბონი

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.