FIFA-მ "ბარსას" ვერმალენის შემცვლელის ყიდვის უფლება არ მისცა

FIFA-მ "ბარსას" ვერმალენის შემცვლელის ყიდვის უფლება არ მისცა

ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯრებთ, FIFA-მ "ბარსელონას" ტომას ვერმალენის შემცვლელის ყიდვის უფლება არ მისცა.

როგორც იცით, კატალონიურ კლუბს მომდევნო 2 ფანჯრის დროს ტრანსფერების განხორციელება აკრძალული აქვს. თუმცა, იმის გამო, რომ ტომას ვერმალენს მძიმე ტრავმა აქვს და მის მკურნალობას რამდენიმე თვე ჭირდება, "ბარსამ" FIFA-ს გამონაკლისის დაშვების თხოვნით მიმართა.

ასეთ შემთხვევებში, FIFA გამონაკლისს ხშირად უშვებს და კლუბს, ფეხბურთელის დიდი ხნით გამოკლების შემთხვევაში, მისი იმ დროს შეცვლის უფლებასაც კი აძლევს, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნილი არაა. თუმცა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, "ბარსელონას" შემთხვევაში, ასე არ მოიქცა და კატალონიურ კლუბს ბელგიელი მცველის შემცვლელის დამატების უფლება არ ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.