რონალდინიო: "მანჩესტერში" თითქმის გადასული ვიყავი, როდესაც როსელმა დამირეკა"

  • 3-12-2014, 22:01
  • რონალდინიო: "მანჩესტერში" თითქმის გადასული ვიყავი, როდესაც როსელმა დამირეკა"

    "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი რონალდინიო იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მას "პარი სენ ჟერმენიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელმა ინგლისელებს კატალონიური გუნდი ამჯობინა.

    "ყველაფერი სწრაფად მოხდა. ჩემი დიდი მეგობარი სანდრო როსელი "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოში მოხვედრასთან ძალიან ახლოს იყო. ერთი ფეხით უკვე "ოლდ ტრაფორდზე" ვიყავი. მხოლოდ მცირე დეტალების მოგვარებაღა იყო დარჩენილი, მაგრამ ბოლო მომენტში როსელმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს. ამან ჩემი "ბარსელონაში" გადასვლა დააჩქარა.

    "ბარსელონაში" თამაში მინდოდა. კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს ზეწოლას არ ვგრძნობდი. უბრალოდ, ბედნიერი ვიყავი. მე ხომ მომეცა შანსი, რომელზეც პლანეტის ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ამ შანსს ისეთ დიდ გუნდში თამაში ჰქვია, როგორიც "ბარსელონაა." - აცხადებს ბრაზილიელი ლეგენდა.

    შეგახსენებთ, რომ რონალდინიო "ბარსელონაში" 2003 წელს გადავიდა, როდესაც გუნდის პრეზიდენტი ხუან ლაპორტა, ხოლო სპორტული დირექტორი სანდრო როსელი გახდა.

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge