ფედერაციამ მესის ყვითელი ბარათი არ გაუუქმა

ფედერაციამ მესის ყვითელი ბარათი არ გაუუქმა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლიონელ მესისთვის "ვალენსიასთან" გამართულ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმებაზე უარი განაცხადა.

პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შორის გამართული შეხვედრის მიწურულს, მესიმ ყვითელი ბარათი დროის გაყვანის გამო მიიღო. მოგვიანებით, გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ მესის დრო არ გაჰყავდა და ტრიბუნებიდან ნასროლი ბოთლი მას თავში მართლაც მოხვდა.

"ბარსელონამ", ბუნებრივია, ყვითელი ბარათი გაასაჩივრა, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საჩივარი არ დააკმაყოფილა. კატალონიური პრესის ცნობით, "ბარსა" ფედერაციის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.