ჩავი: "თუ მესი კმაყოფილია, მთელი "ბარსა" კმაყოფილია"

ჩავი: "თუ მესი კმაყოფილია, მთელი "ბარსა" კმაყოფილია"

"ბარსელონას" კაპიტანი ჩავი ერნანდესი, "სევილიასთან" თამაშის შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თუ მესი ბედნიერია, ესეიგი მთელი გუნდი ბედნიერია.

"ყველანი ბედნიერები ვართ. ნათელია, რომ მესიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა.

მწვრთნელის სიტყვებს დავეთანხმები. მესი კამყოფილია და თუ ეს ასეა, მაშინ მთელი "ბარსელონა" კმაყოფილია.

დღეს, შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. მაღალი კლასის "ბარსელონა" და ძალიან კარგი თამაში ვიხილეთ.

საკუთარი ფეხბურთით ვტკბებით. მიმდინარე სეზონში საუკეთესო "ბარსელონა" და საუკეთესო მესი ვნახეთ. ასევე უნდა განვაგრძოთ.

თამაშმა გვიჩვენა, რომ პრესინგი შეტევაში უნდა განგვეხორციელებინა, რადგან მეტოქე ბურთის კონტროლს აპირებდა. მოსამატებელი ჯერ კიდევ გვაქვს.

გუნდში 25 ფეხბურთელი გვყავს და ყველანი შესანიშნავად ვართ შეთამაშებულნი. სასტარტო შემადგენლობის შერჩევაზე პასუხისმგებლობას მწვრთნელი იღებს, ჩვენ კი შეთამაშებულნი კარად ვართ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.