Sport: მესის ყიდვა მხოლოდ "ჩელსის", "სიტის", პსჟ-სა და "ინტერს" შეუძლიათ

Sport: მესის ყიდვა მხოლოდ "ჩელსის", "სიტის", პსჟ-სა და "ინტერს" შეუძლიათ

კატალონიური Sport-ი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლიონელ მესი "ბარსელონადან" წასვლას გადაწყვეტს, მის შეძენას მხოლოდ 4 გუნდი მოახერხებს.

ბოლო დროს, მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ არაერთხელ დაიწერა. როგორც ცნობილია, არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევროა. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ამ თანხის გადახდას მხოლოდ "ჩელსი", "პარი სენ ჟერმენი", "მანჩესტერ სიტი" და მილანის "ინტერი" შეძლებენ. რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს" - ამ გუნდს მესის მიმართ ინტერესი არასდროს გამოუთქვამს და გარდა ამისა, ასეთი ფულის ერთ ფეხბურთელში გადახდა "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.